Accessibility links

logo-print

პუტინი მოსკოვში შეხვდა ჩინეთის ახალ პრეზიდენტს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პარასკევს მოსკოვში შეხვდა ჩინეთის ახალ პრეზიდენტს, სი ძინ-პინს, რომელიც რუსეთს ეწვია უცხოეთში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით. ორმა ლიდერმა ისაუბრა მათი ქვეყნების ურთიერთობის მნიშვნელობაზე. „რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები მსოფლიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იზრდება საქონელბრუნვა, ვატარებთ ფართომასშტაბიან ჰუმანიტარულ აქციებს. და ეს ყველაფერი პასუხობს ჩინელი ხალხისა და რუსეთის ხალხების ინტერესებს“, განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა. ხოლო მისმა ჩინელმა კოლეგამ, ჯერ კიდევ მოსკოვში ჩასვლამდე განმარტა თავისი გადაწყვეტილება პირველი ვიზიტით რუსეთში ჩასვლის შესახებ. ეს ნაბიჯი, ჩინელი ლიდერის თქმით, ცხადჰყოფს, რომ ჩინეთი „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“ რუსეთთან ურთიერთობას. რუსეთისთვის დიდი მოგება მოაქვს მეზობელ ჩინეთში ენერგორესურსებზე მზარდ მოთხოვნას. ამ ვიზიტისას მოსალოდნელია რამდენიმე შეთანხმების გაფორმება ნავთობითა და გაზით მომარაგების საკითხებზე.
XS
SM
MD
LG