Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუმ თურქეთს ბოდიში მოუხადა აქტივისტების დაღუპვისთვის


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოფიციალურად მოუხადა ბოდიში თურქეთს იმის გამო, რომ 2010 წელს თურქეთის ცხრა მოქალაქე დაიღუპა ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად. ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბოდიში მოიხადა თურქ კოლეგასთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან დღევანდელი სატელეფონო საუბრისას. საუბარი გაიმართა ისრაელში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვიზიტისას. ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში აცხადებენ აგრეთვე, რომ პრემიერ-მინისტრი დათანხმდა მოკლული აქტივისტების ოჯახებისათვის კომპენსაციის გადახდას. ე.წ. „თავისუფლების ფლოტილია“, რომლის ორგანიზატორიც იყო აქტივისტების ჯგუფი, 2010 წელს ღაზის სექტორისაკენ მიმართებოდა, პალესტინელთა ამ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად. მაგრამ ის შეაჩერეს ისრაელის ჯარისკაცების რეიდის შედეგად. შეიარაღებული ინციდენტის შემდეგ თურქეთმა ისრაელიდან თავისი ელჩი გაიწვია. ამას გარდა, შეჩერდა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა.
XS
SM
MD
LG