Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსში ისევ განიხილავენ ანაბრების დაბეგვრის მოთხოვნას


კვიპროსის პარლამენტში ისევ განიხილავენ საბანკო ანაბრების ერთჯერადი დაბეგვრის მოთხოვნას, უცხოელი დონორებისაგან 10 მილიარდი ევროს დახმარების მისაღებად. ბეგარა შეეხება ანაბრებს, რომლებიც 100 000 ევროს აღემატება. პარლამენტარებმა რამდენიმე დღის წინ, სამშაბათს უარყვეს ანაბრების დაბეგვრის იდეა, მაგრამ ეს საკითხი ისევ წამოიჭრა, რადგან კვიპროსის მთავრობას მოუწევს 5,8 მილიარდი ევროს მოგროვება, უცხეთიდან 10-მილიარდიანი დახმარების მისაღებად. პარლამენტმა პარასკევს მიიღო სამი ზომა, მათ შორის კანონპროექტი საბანკო სექტორის რესტრუქტურიზაციისთვის და ზომა, რომელსაც უნდა მიმართონ, რათა თავიდან აიცილონ ანაბრების მასობრივად გატანა კვიპროსის ბანკებიდან, რომლებმაც სამშაბათს უნდა განაახლოს მუშაობა. კვირას იმართება ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა, სავარაუდოდ, კვიპროსის საკითხის განსახილველადაც. ევროპის ცენტრალური ბანკი კვიპროსს აფრთხილებს, რომ საგანგებო ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს, თუ ორშაბათამდე არ იქნება მზად ამ ქვეყნის ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებელი ახალი გეგმა.
XS
SM
MD
LG