Accessibility links

logo-print

თალიბანი მოკვლით ემუქრება პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს


პაკისტანში მოქმედი თალიბანი იმუქრება, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ფერვეზ მუშარაფს მოკლავს, როცა ის კვირას დაბრუნდება სამშობლოში, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მედიას შაბათს მიაწოდეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მუშარაფის მოკვლის წინა მცდელობაში მონაწილე თალიბი ექსტრემისტი, ადნან რაშიდი იმუქრება, რომ მომზადებულია მებრძოლების საგანგებო ჯგუფი ყოფილი პრეზიდენტის „ჯოჯოხეთში გასაგზავნად“. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, პაკისტანშის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ფერვეზ მუშარაფმა მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის ომს ტერორიზმთან, ხოლო მოგვიანებით დაიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაციები პაკისტანში ექსტრემიზმის წინააღმდეგ. ის პაკისტანში ბრუნდება ოთხწლიანი ემიგრაციის შემდეგ, რათა ჩაერთოს 11 მაისის საპარლამენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG