Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კონგოელი ეჭვმიტანილი გადასცეს


ჰააგაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი კონგოელი, ბოსკო ნტაგანდა - პირველი ადამიანი, რომელიც ნებაყოფლობით ჩაბარდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მას წაუყენებენ მკვლელობის, გაუპატიურებისა და ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენების ბრალდებებს. ნტაგანდა, რომელსაც „ტერმინატორს“ უწოდებენ, ორშაბათს გამოცხადდა რუანდაში შეერთებული შტატების საელჩოში. ის დღეს გადასცეს ჰააგაში განთავსებულ სასამართლოს, სადაც, სავარაუდოდ, სამშაბათს გაიმართება პირველი მოსმენა. ბრალდებები, რომლებსაც ნტაგანდას წაუყენებენ, უკავშირდება მის მოქმედებას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 2002-2003 წლების ომის დროს.
XS
SM
MD
LG