Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომთან გაიმართა ორი პაპის უპრეცედენტო შეხვედრა


რომის ახალი პაპი ფრანცისკე თავის წინამორბედს, გადამდგარ პაპ ბენედიქტე XVI-ს შეხვდა. ორი პაპის შეხვედრა რომის კათოლიკე ეკლესიის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევად ითვლება. პაპის თეთრ სამოსში გამოწყობილი ორი სასულიერო მოღვაწე ერთმანეთს გულითადად მიესალმა მას შემდეგ, რაც პაპი ფრანცისკე ვერტმფრენით ჩაიყვანეს კასტელ განდოლფოში - რომთან მდებარე რეზიდენციაში, სადაც ბენედიქტე იმყოფება გასულ თვეში გადადგომის შემდეგ. ვატიკანს ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია შეხვედრის დეტალებზე. 85 წლის ბენედიქტეს გადადგომამდე, რის მიზეზადაც მან საკმარისი ძალის უქონლობა დაასახელა, კათოლიკე ეკლესიის ისტორიაში 600 წელია, პაპი არ გადამდგარა - ისინი გარდაცვალებამდე რჩებოდნენ უმაღლეს პონტიფექსად. ვატიკანში რამდენიმე დღის წინ, სამშაბათს გაიმართა ახალი პაპის, ფრანცისკეს ინაუგურაცია.
XS
SM
MD
LG