Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსელი მინისტრი ხედავს პროგრესს კრედიტორებთან მოლაპარაკებაში


კვიპროსის ფინანსთა მინისტრის, მიხალის სარისის განცხადებით, კვიპროსის დელეგაციამ „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია უცხოელ კრედიტორებთან მოლაპარაკებისას. მაგრამ სარისმა ნიქოზიაში განაცხადა ასევე, რომ უნდა განიხილონ კიდევ რამდენიმე მოუგვარებელი საკითხი. კვიპროსელი პოლიტიკოსები ცდილობენ, დაასრულონ მუშაობა ალტერნატიულ გეგმაზე, რომლის მეშვეობითაც კვიპროსი მიიღებს უცხოელ დონორთა დახმარებას - 10 მილიარდ ევროს. კვიპროსელმა პარლამენტარებმა რამდენიმე დღის წინ, სამშაბათს უარყვეს საბანკო ანაბრების ერთჯერადი დაბეგვრის გეგმა, რომელიც მწვავე უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში. კვირას იმართება ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა, სავარაუდოდ, კვიპროსის საკითხის განსახილველადაც. ევროპის ცენტრალური ბანკი კვიპროსს აფრთხილებს, რომ საგანგებო ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს, თუ ორშაბათამდე არ იქნება მზად ამ ქვეყნის ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებელი ახალი გეგმა.
XS
SM
MD
LG