Accessibility links

სირიელმა მეამბოხეებმა სამხრეთში მდებარე საჰაერო ბაზა დაიპყრეს


სირიელმა მეამბოხეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასამხობად იბრძვიან, სამხედრო-საჰაერო ბაზა დაიპყრეს სამხრეთში, იორდანიის საზღვრის მახლობლად. ლონდონში განთავსებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, მეამბოხეებმა კონტროლი დაამყარეს საჰაერო ბაზაზე დარას პროვინციაში 16 დღე ბრძოლის შემდეგ. ორგანიზაციის ცნობით, მეამბოხეებს შორის, ვინც საჰაერო ბაზა დაიპყრო, არიან ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფ „ალ-ნუსრის ფრონტის“ მებრძოლები. იუწყებიან ასევე, რომ დამასკოში დაკრძალეს რეჟიმის მომხრე სასულიერო პირი, მუჰამად საიდ ალ-ბუტი, რომელიც ხუთშაბათს დაიღუპა მეჩეთთან თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქებას მასთან ერთად შეეწირა 49 ადამიანი. მთავრობის ჯარები და მეამბოხეები ერთმანეთს აკისრებენ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას.
XS
SM
MD
LG