Accessibility links

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი საფრთხის მიუხედავად აპირებს სამშობლოში დაბრუნებას


პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, ფერვეზ მუშარაფი აცხადებს, რომ სამშობლოში დაბრუნდება მისთვის წაყენებული ბრალდებებისა და მოკვლის მუქარის მიუხედავად. მუშარაფმა, რომელიც 2009 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობს, შაბათს დუბაიში განაცხადა, რომ კვირას ჩავა პაკისტანის ქალაქ კარაჩიში და შეუდგება 11 მაისის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებას. შაბათს მას მოკვლით დაემუქრა პაკისტანში მოქმედი თალიბანი. ამას გარდა, მუშარაფი შესაძლოა, დააპატიმრონ პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობასთან და სხვა საქმეებთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG