Accessibility links

logo-print

ბერეზოვსკის სახლს ქიმიკოსები და რადიაციის ექსპერტები ამოწმებენ


ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, ქიმიკოსები, ბიოლოგები და რადიაციის ექსპერტები ამოწმებენ რუსი ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის სახლს, სადაც ის შაბათს გარდაცვლილი იპოვეს. პოლიცია ამ შემოწმებას მოიხსენიებს „გამაფრთხილებელ ზომად“, რათა არაფერი დაუშავდეთ პირებს, რომლებიც გამოძიებას ატარებენ. პოლიცია იუწყება ასევე, რომ ბერეზოვსკის გვამი ამ დრომდე რჩება მის სახლში - ლონდონის მახლობლად მდებარე ასკოტში. პოლიციის მიერ უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, ბერეზოვსკის სიკვდილი „აუხსნელია“. ბერეზოვსკი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქი, რომელიც 10 წელიწადზე მეტი ხნის წინ დასახლდა ბრიტანეთში და მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ბრიტანეთის მედიის ცნობით, ის გარდაცვლილი იპოვეს აბაზანაში.
XS
SM
MD
LG