Accessibility links

ბრიუსელში განიხილავენ კვიპროსის დახმარების საკითხს


კვიპროსის მთავრობის განცხადებით, ძალიან რთულ სტადიაშია მოლაპარაკებები კვიპროსისათვის ფინანსური დახმარების სახით 10 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი დღეს ბრიუსელში გამართავს კონსულტაციებს ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. მიზანია კვიპროსის გაკოტრების თავიდან ასაცილებელ ზომებზე შეთანხმება. ცენტრალურ საკითხად რჩება კვიპროსში საბანკო ანაბრების ერთჯერადი დაბეგვრა - 20%-ით და მეტით ანაბრებისა, რომლებიც 100 000 ევროს აღემატება. ევროპის ცენტრალურ ბანკს ნათქვამი აქვს, რომ ბოლოს მოუღებს კვიპროსის საფინანსო ინსტიტუტებისათვის საგანგებო ფინანსური დახმარების მიწოდებას, თუ ორშაბათამდე არ მოიძებნება ყველა მხარისათვის მისაღები გამოსავალი.
XS
SM
MD
LG