Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთში მეტალურგების გაფიცვა გრძელდება


ფოთში მეტალურგები გაიფიცნენ. მათ მეორე დღეა, ბლოკირებული აქვთ ქარხანაში მისასვლელი გზა. საწარმოს მუშაობა პარალიზებულია. გაფიცულები, პირველი რიგში, მოითხოვენ ქარხნიდან გათავისუფლებული შვიდი თანამშრომლის სამსახურში აღდგენას. გაფიცულების მოთხოვნებს სამართლიანად მიინევს ფოთის მერი, დავით სარსანია, რომლის თქმითაც, გაიმართა ქარხნის ადმინისტრაციასთან შეხვედრა და შეეთანხმდნენ, რომ პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. მეტალურგიული ქახრნის მუშები მოითხოვენ აგრეთვე ხელფასების მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას. ფოთში შარშან ამოქმედდა ინდოელი ინვესტორების მიერ აშენებული მეტალურგიული ქარხანა „MOULDS AND METALS GEORGIA LTD“, რომელშიც, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დასაქმებულია 200-მდე ქართველი და 50-დან 80-მდე ინდოელი მუშაკი.
XS
SM
MD
LG