Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი საფრთხის მიუხედავად დაბრუნდა სამშობლოში


პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი დღეს დაბრუნდა სამშობლოში პოლიტიკური კარიერის განახლების იმედით. ის აპირებს, თავის პარტიას გაუძღვეს 11 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი რადიოს პაკისტანური სამსახურის ცნობით, მუშარაფს, რომელიც ქალაქ კარაჩიში ჩაფრინდა, აეროპორტში მომხრეები დახვდნენ. შაბათს მას მოკვლით დაემუქრა პაკისტანში მოქმედი თალიბანი. ამას გარდა, მოსალოდნელია, რომ მუშარაფს რამდენიმე ბრალდებას წაუყენებენ - მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს 2007 წლის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანით. მუშარაფი 2008 წელს გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან, რის შემდეგაც ემიგრაციაში ცხოვრობდა. ის 1999 წელს, პაკისტანში სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩადგა ხელისუფლების სათავეში.
XS
SM
MD
LG