Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პოლიცია ბერეზოვსკის სახლის ჩხრეკას ატარებს


ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, ექსპერტებს, რომლებმაც ბორის ბერეზოვსკის სახლი შეამოწმეს, არ უპოვიათ არაფერი, რაც შეიძლება, „შეშფოთებას“ იწვევდეს. რუსი ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის სახლი, სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, დღეს შეამოწმეს ქიმიკოსებმა, ბიოლოგებმა და რადიაციის ექსპერტებმა. პოლიციის განმარტებით, საქმე ეხებოდა „გამაფრთხილებელ ზომას“, რათა არაფერი დაუშავდეთ პირებს, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ. ბერეზოვსკი შაბათს იპოვეს გარდაცვლილი თავის სახლში, ლონდონის დასავლეთით 40-მდე კილომეტრში მდებარე ასკოტში. პოლიციის განცხადებით, მისი გარდაცვალება „აუხსნელია“. ბერეზოვსკი 67 წლის იყო. ის მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუს ოლიგარქად, რომელიც მრავალი წელი დიდი გავლენით სარგებლობდა რუსეთის მმართველ წრეებში. მოგვიანებით ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოპონენტი გახდა და ბრიტანეთში გადასახლდა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს.
XS
SM
MD
LG