Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში უამინდობაა


საქართველოში ძლიერმა ქარმა სახურავები ახადა შენობებს თბილისსა და გორში, შტორმმა დააზიანა აჭარის სანაპირო ზოლი. საინფორმციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე ქარმა წაიღო 40-მეტრიანი ნაპირდამცავი ნაგებობა. ქალაქს გათიშული აქვს გაზმომარაგება, დაზიანებულია ელექტროსადენები. ამას გარდა, ქობულეთში დატბორილია აღმაშენებლის ქუჩის რამდენიმე მონაკვეთი. კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, საქართველოს რეგიონებში 60 ათასამდე აბონენტს ძლიერი ქარის გამო არ მიეწოდება ელექტროენერგია. ეს ეხება, უწინარეს ყოვლისა, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას. იუწყებიან ასევე, რომ ძლიერმა ქარმა გორში სახურავი გადახადა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს, დაშავდა ერთი ადამიანი. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა თბილისშიც, ავლაბარში და დააზიანა იუსტიციის სახლის სახურავი. სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსი" იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ცნობაზე მითითებით, ხვალ, 25 მარტს დღევანდელთან შედარებით კიდევ უფრო აცივდება საქართველოს მასშტაბით.
XS
SM
MD
LG