Accessibility links

logo-print

ბელორუსმა ოპოზიციონერებმა „თავისუფლების დღე“ აღნიშნეს


მინსკში გაიმართა ოპოზიციის აქცია - სვლა „თავისუფლების დღის“ აღსანიშნავად. ის მიეძღვნა ბელორუსიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს 1918 წლის მარტში გამოცხადების 95-ე წლისთავს. რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს აღმართული ჰქონდათ ბელორუსიის ისტორიული ორფეროვანი, თეთრი და წითელი დროშები, რომლებიც 1995 წლის რეფერენდუმის შემდეგ აიკრძალა. ამასთან, ბელორუსიის ხელისუფლებამ ახალი ეროვნული სიმბოლოები შემოიღო, მათ შორის ახალი დროშაც. ზოგ ოპოზიციონერს დღევანდელ აქციაზე მიტანილი ჰქონდა პოლიტპატიმრების სურათები და ამ პირების გათავისუფლებას მოითხოვდა. აქცია სანქცირებული იყო, მაგრამ ძველი დროშების გარეშე. ჩვენი რადიოს ბელორუსული სამსახურის ცნობით, დაპატიმრებულია, სულ ცოტა, რვა აქტივისტი.
XS
SM
MD
LG