Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შეიქმნა საგანგებო შტაბი უამინდობის შედეგების აღმოსაფხვრელად


საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი უამინდობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად. როგორც იუწყებიან, საგანგებო შტაბი ხვალ დაიწყებს საქართველოში სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას. ძლიერმა ქარმა სახურავები ახადა შენობებს თბილისსა და გორში, შტორმმა დააზიანა აჭარის სანაპირო ზოლი, ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა ათიათასობით აბონენტი. საგანგებო შტაბს, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე მინისტრია, უხელმძღვანელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კახი კალაძე. მისი განცხადებით, მოსახლეობას საქართველოს მთავრობა აუნაზღაურებს ზარალს. ასევე კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას უამინდობა აფერხებს და პრობლემები სრულად აღმოიფხვრება ქარის სიმძლავრის შემცირებისთანავე. ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ კვირას აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, ყველაზე მეტად დაზარალებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
XS
SM
MD
LG