Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა სირიელ ოპოზიციონერთა კოალიციის თავმჯდომარე


სირიელ ოპოზიციონერთა კოალიციის თავმჯდომარე, მოაზ ალ-ხატიბი ამ პოსტიდან გადადგა. სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ გავრცელებულ განცხადებაში, ის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს საყვედურობს, რომ სირიელ მეამბოხეებს არ ამარაგებენ რესურსებით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამხედრო ძალებთან დაპირისპირებაში. ხატიბის პრესმდივანი ადასტურებს ცნობას გადადგომის შესახებ. მაგრამ ოპოზიციური „სირიის ეროვნული კოალიცია“ აცხადებს, რომ არ თანხმდება ხატიბის გადადგომას და მას სთხოვს, დაუბრუნდეს თავმჯდომარის პოსტს. „სირიის ეროვნული კოალიცია“ დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG