Accessibility links

logo-print

კვიპროსისთვის ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმება დღეს დილით შედგა


დღეს დილით ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას კვიპროსისთვის 10 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გაწევაზე. ისინი თვლიან, რომ ამ ნაბიჯით დანგრევისგან იხსნიან კვიპროსის საბანკო სისტემას და ქვეყანა ევროზონაში დარჩება. შეთანხმების შედეგად, დაიხურება კვიპროსის სიდიდით მეორე ბანკი ”ლაიკი” (”სახალხო) ბანკი. მძიმე დანაკარგებს განიცდიან დაუზღვეველი დეპოზიტორები, მათ შორის - რუსეთის მდიდარი მოქალაქეები. ბეგარა დაეკისრებათ იმ მეანაბრეებს, ვისაც 100 ათას ევროზე მეტი ოდენობის ანაბარი აქვთ კვიპროსის ბანკებში. ზარალისგან დაცულები იქნებიან 100 ათას ევროზე ნაკლების მქონე მეანაბრეები. ორშაბათი იყო ბოლო დღე, როცა კვიპროსის ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის შეთანხმება უნდა მიღწეულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში კვიპროსს შეუწყდებოდა დაფინანსება ევროპის ცენტრალური ბანკიდან და დიდი ალბათობით მოუწევდა ევროზონის დატოვება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ქრისტინ ლაგარდმა განაცხადა: ”ვფიქრობთ შეთანხმების შედეგად ხანგრძლივად და სრულად დაფინანსებით გადაიჭრება საკითხი”.
XS
SM
MD
LG