Accessibility links

logo-print

ავსტრალიის სანაპიროსთან თავშესაფრის მაძიებელთა გემი ჩაიძირა


ორი ადამიანი ემსხვერპლა ინდოეთის ოკეანეში, ავსტრალიის შობის კუნძულთან თავშესაფრის მაძიებელთა გემის ჩაძირვას. ავსტრალიის ხელისუფლების ცნობით, 90-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. შობის კუნძულზე თავშესაფრის ასობით მაძიებელი იმყოფება საიმიგრაციო უწყების შენობებში. მათი უმრავლესობა ავღანეთიდან, ერაყიდან, ირანიდან, პაკისტანიდან და შრი ლანკიდან არის. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს თანახმად, 2012 წელს ავსტრალიას 16 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა თავშესაფრის თხოვნით, რაც 2011 წელთან შედარებით მათი რაოდენობის 37%-ით ზრდას ნიშნავს. ავსტრალიაში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაწილი სატრანზიტო ქვეყნად ინდონეზიას იყენებს. ასობით ადამიანი ემსხვერპლა თავშესაფრის ძიების პროცესში გადატვირთული და დაუცველი გემებით მგზავრობის შედეგად.
XS
SM
MD
LG