Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პოლიციამ ვერ დაადგინა ”მესამე მხარის” მონაწილეობა ბერეზოვკის სიკვდილში


ბრიტანეთის პოლიციამ კვირას განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიებით არ დადგინდა ”მესამე მხარის” მონაწილეობა ბორის ბერეზოვსკის სიკვდილში. განცხადებას წინ უძღოდა ლონდონის დასავლეთში მდებარე ბერეზოვსკის სახლში ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული ნივთიერებების ძებნა. პოლიციის ცნობით, შაბათს ბერეზოვსკისთან მომუშავე პირმა სასწრაფო დახმარებაში დარეკა მას შემდეგ, რაც ოლიგარქის მდგომარეობამ შეაშფოთა. მისი ჩვენების თანახმად, მან ძალით შეამტვრია სააბაზანო ოთახის ჩაკეტილი კარი და ბერეზოვსკი იატაკზე დაგდებული აღმოაჩინა. პოლიცია თვლის, რომ ავტოფსიის დასრულებამდე არასწორია ბორის ბერეზოვსკის სიკვდილის მიზეზებზე მსჯელობა.
XS
SM
MD
LG