Accessibility links

logo-print

მაკედონიაში ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს


მაკედონიის მმართველმა „ნაციონალური ერთობის დემოკრატიულმა პარტიამ“ განაცხადა, რომგაიმარჯვა ქვეყნაში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში. მემარჯვენე პარტიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი უდგას სათავეში, კვირას გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში წინასწარი შედეგებით ხმათა 45 პროცენტი მოიპოვა. თუმცა, ხმების დათვლა გრძელდება და საბოლოო შედეგები დღის ბოლოს გამოცხადდება. მაკედონიის ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა კავშირმა დაგმო კვირას გამართულ რეგიონულ არჩევნები, რომელიც არ იყო სამართლიანი და თავისუფალი. მაკედონელებსა და ალბანელებს შორის არსებული მძაფრი დაპირისპირების მიუხედავად, არჩევნები მაკედონიაში მშვიდობიან ვითარებაში ჩატარა. თუმცა, არასამათავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა ხმის მიცემის დროს ბევრი კანონდარღვევა დააფიქსირეს.
XS
SM
MD
LG