Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში მინისტრის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა მიუსაჯეს


ბელორუსიაში ოთხ წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელიც 2010 წლის დეკემბერში ოპოზიციის საპროტესო აქციის დარბევაში ერთ-ერთი მთავრი როლი შეასრულა. ევგენი პოლუდენი ორშაბათს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში სცნეს დამნაშავედ. ბრალდების სხვა დეტალები უცნობია. მინსკის სასამარლოს გადაწყვეტილების კონფისკაციას ექვემდებარება ევგენი პოლუდენის ქონება და ჩამოერთმევა პოლკოვნიკის წოდება. თავად პოლუდენიდ ნათესავებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არ აპირებენ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. პოლუდენი 2011 წლის დეკემბერში დააკავეს. იგი იმ 200 მოხელეს შორისაა, რომელსაც ევროკავშირში შესვლა ეკრძალებათ.
XS
SM
MD
LG