Accessibility links

logo-print

„ამნესტი“ იარაღის ვაჭრობის შესახებ გაეროს პროექტს აკრიტიკებს


„ამნესტი ინტერნეიშენალი“ აკრიტიკებს გაეროს მიერ მომზადებულ იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების ახალ პროექტს და აცხადებს, რომ გაერო ვერ აიცილებს იარაღის გავრცელებას იმ ქვეყნებში, სადაც საბრძოლო იარაღით შესაძლოა სერიოზულად დაირღვეს ადამიანის უფლებები. ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, უფლებათადამცველი ორგანიზაცია მიესალმება გაეროს განზრახვას აიკრძალოს იარაღის მიწოდება იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც გენოციდსა და ომის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში არიან ცნობილნი. თუმცა, ორგანიზაციაში შიშობენ, რომ იარაღი შესაძლოა მოხვდეს იმ ქვეყნებში, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, არსებობს შერჩევითი სამართალი, ხოლო შეიარაღებული კონფლიქტის მიღმა ხდება ადამიანების განუკითხავი ხოცვა და მათი გაუჩინარება. გაეროს მიერ მომზადებული იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების პროექტი, პირველი საერთაშირისო დოკუმენტია, რომელიც ცდილობს დააწესოს შეზღუდვები 70 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩვეულებრივი საბრძოლო იარაღის გლობალურ ბაზარზე. გაეროს კონფერენცია, რომელიც ხელშეკრულების პროექტის განხილვას ეძღვნება, 28 მარტს დასრულდება.
XS
SM
MD
LG