Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა საერთაშორისო დისკუსიაში მონაწილეობისთვის


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში, სადაც 26-27 მარტს გაიმართება ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 23-ე რაუნდი. თბილისის დელეგაციას პირველად ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. დელეგაციის წევრმა, რეინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ქართული მხარე ერთ-ერთ მთავარ საკითხად კვლავ დასვამს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოქალაქეთა გადაადგილების მხრივ არსებულ რთულ ვითარებას, რომელსაც კიდევ უფრო ამწვავებს მავთულხლართების პრობლემა.
XS
SM
MD
LG