Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის დააჯილდოვა ანდრეა ბრუნო და არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის მეუღლე.


საქართველოს პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა იტალიელი არქიტექტორი ანდრეა ბრუნო და არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის მეუღლე. მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის აღდგენას ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნება უწოდა და მადლობა გადაუხადა კულტურის ყოფილ მინისტრ ნიკოლოზ რურუას და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს. "ბაგრატის ტაძრის აღდგენა თავისთავად მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს პოლიტიკის სრულიად უაზროდ ჩარევა იმაში, რაც საერთო ეროვნული და კულტურული საკითხია” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისივე თქმით, თავის დროზე ვიღაცამ ყური მოჰკრა, რომ ბაგრატის ტაძარს ექნება ლიფტი და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი არაფერი არსებობს, დღემდე იმავეს იმეორებენ. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ”ასეთმა პრიმიტიულმა კრიტიკამ ბევრი რამ გააფუჭა."
XS
SM
MD
LG