Accessibility links

logo-print

სირიაში დაჭრეს მეამბოხეთა ძალების უმაღლესი მეთაური


სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად მძიმედ არის დაჭრილი თავისუფალი სირიის არმის ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო ლიდერი რიად ალ ასადი. ბრიტანეთში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიის თანახმად, მეამბოხეთა ძალების ლიდერზე თავდასხმა სირიის პროვინცია დეირ ალ ზოირში ორშაბათ დილით მოხდა. დაჭრილი რიად ალ ასადი სამკურნალოდ თურქეთშია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ასადი ერთ-ერთი პირველი მაღალი რანგის ოფიცერია, რომელიც 2011 წელს სირიის სამთავრობო ჯარებიდან გაიქცა და მეამბოხეთა ძალებს მიემხრო.
XS
SM
MD
LG