Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება


საქართველოს პრეზიდენტს ჩამოერთვა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, პარლამენტთან შეუთანხმებლად მოახდინოს მთავრობის ფორმირება. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით, 114 ხმით დაამტკიცა. ცვლილებები კონსტიტუციის სამ მუხლს შეეხო და ქვეყნის მთავარ კანონში განისაზღვრა, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული, თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს. კონსტიტუციის 80-ე მუხლს ახალი პუნქტიც დაემატა, რომლის თანახმად, გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს.
XS
SM
MD
LG