Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი და კარზაი თანამშრომლობის პირობას დებენ


ავღანეთის პრეზდიენტმა, ჰამიდ კარზაიმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საჯაროდ ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ავღანელებს ბოლო საპატიმროზეც გადააბარა პასუხისმგებლობა. ქაბულში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, კერიმ თქვა „ერთ პოზიციაზე“ ვართ თალიბანთან მოლაპარაკებების საკითხთან მიმართებითო. კერის თქმით, მას სჯერა, რომ კარზაი აშშ-ის ინტერსებს შორის სხვას არაფერს ხედავს, გარდა სურვილისა თალიბანთან მშვიდობის დამყარების მიზნით შედგეს მოლაპარაკება.კარზაის თქმით, ბაგრამის საჰაერო ბაზაზე მდებარე ციხის კონტროლის ავღანელებისთვის გადაბარება „ძალიან კარგი“ მოვლენაა. ამ ციხის კონტროლის საკითხი ორი ქვეყნის ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო. უფრო ადრე კარზაიმ აშშ-ის ოფიციალური პირების გაბრაზება გამოიწვია, როცა ვაშინგტონს თალიბანის მეამბოხეებთან გარიგებებში დასდო ბრალი, ავღანეთის სუსტ სახელმწიფოდ დატოვების მიზნით.
XS
SM
MD
LG