Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის ელჩი ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს


შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. მისი განმარტებით, წერილის დაწერისკენ მას უბიძგა "შეცდომაში შეყვენილი ევროპარლამენტარების ზედაპირულმა შეფასებებმა". შვეიცარიის ელჩი აცხადებს, რომ საქართველო ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა წარსულში და ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე მისი მეზობელი ქვეყნები. მისივე შეფასებით, "ევროპის სახალხო პარტიის" ზოგიერთმა წევრმა "საინტერესოდ აითვისა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებსაც საჯაროდ უარყოფენ".
XS
SM
MD
LG