Accessibility links

logo-print

ავღანეთში თვითმკვლეთა ჯგუფი პოლიციის შენობას დაესხა თავს


თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა ჯალალაბადში მომხდარ ტერორისტულ აქტზე, რის შედეგად პოლიციის ხუთი თანამშრომელი დაიღუპა, ოთხმა კი ჭრილობები მიიღო. თავდასხმა რამდენიმე თვითმკვლელმა განახორციელა და ეს მოხდა იმ დროს, როდესაც ქაბულში ვიზიტს განაგრძობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. ნანგარჰარის პროვინციის ხელისუფალთა განცხადებით, თავდასხმაში 8 თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა. მანქანაში მჯდარმა ერთ-ერთმა მოიერიშემ თავი ჯალალაბადის პოლიციის სწრაფი რეაგირების შენობასთან, სამმა თვითმკვლელმა კი უშულოდ შენობაში აიფეთქა თავი. ოთხი თავდამსხმელი კი პოლიციელებთან შეტაკებაში მოკლეს.
XS
SM
MD
LG