Accessibility links

logo-print

ჯონ კერიმ და ჰამიდ კარზაიმ ერთმანეთს მეგობრობის ხელი გაუწოდეს


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ორშაბათს საჯაროდ ისაუბრეს ორი ქვეყნის მეგობრობაზე, როდესაც ვაშინგტონმა ავღანეთის ხელისუფლებას გადასცა ამერიკელთა ხელთ არსებული ბოლო საპატიმრო დაწესებულება. კარზაის თქმით, ბაგრამის საჰაერო ბაზაზე მდებარე ციხის კონტროლის ავღანელებისთვის გადაბარება „ძალიან კარგი“ მოვლენაა. ამ ციხის კონტროლის საკითხი ორი ქვეყნის ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო. უფრო ადრე კარზაიმ აშშ-ის ოფიციალური პირების გაბრაზება გამოიწვია, როცა ვაშინგტონს თალიბანის მეამბოხეებთან გარიგებებში დასდო ბრალი, ავღანეთის სუსტ სახელმწიფოდ დატოვების მიზნით. ორშაბათს ქაბულში ჰამიდ კარზაისთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ისინი ერთნაირად უდგებიან თალიბანთან მოლაპარაკების პროცესს.
XS
SM
MD
LG