Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: შვეიცარიის ელჩი საფუძვლიანად სწავლობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიის ელჩის წერილს მიიჩნევს იმის დასტურად, რომ სწორი შეფასებებისთვის აუცილებელია საქართველოში არსებული სიტუაციის კარგად შესწავლა. მაია ფანჯიკიძემ, რომელიც ამჟამად ნიდერლანდის სამეფოში იმყოფება, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შვეიცარიის ელჩი საქართველოში დიპლომატიური მოვალეობის შესრულების გარდა, ღრმად და საფუძვლიანად სწავლობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ეს აძლევს საშუალებას ჰქონდეს სრული სურათი იმისა, რაც ხდება.
XS
SM
MD
LG