Accessibility links

logo-print

რუსეთში „მემორიალის“ ოფისებს ამოწმებენ


მოსკოვსა და პეტერბურგში მიმდინარეობს უფლებათადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ოფისების შემოწმება. მოსკოვში საგადასახადო პოლიციის წარმომადგენლები საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალში“ , ხოლო პეტერბურგში პროკურატურის გამომძიებლები ანტიდისკრიმინაციულ ცენტრ „მემორიალში“ შევიდნენ. როგორც სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა ცენტრის დირექტორმა ოლგა აბრამენკომ, სამართალდამცველები დოკუმენტებში „ექსტრემიზმის ნიშნებს“ ეძებენ. მანამდე სააგენტოს პეტერბურგის პროკურატურაში უთხრეს, რომ მთელი თვის განმავლობაში ამორჩევით მოხდება არსამთავრობო კომერციული ორგანიზაციების შემოწმება, სანიტარული და სახანძრო ნორმების დაცვის თვალსაზრისით. ანდრეი ჩერკასოვმა, "მემორიალის" სათათბიროს წევრმა რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო ინტერვიუში სამთავრობო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ინსპექტირება საბჭოთა პერიოდის რეპრესიებს შეადარა და განაცხადა, რომ „აგენტის“ იარლიყს კატეგორიულად არ ეთანხმება: „უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონი საშინელია და ჩვენგან იმას ითხოვს, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით - ჩამოვიკიდოთ კისერზე „აგენტის“ იარლიყი.“ პეტერბურგში 5000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. თავის მხრივ რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ შემოწმებების მიზანია იმ „უცხოურის აგენტების“ გამოვლენა, რომლებიც შარშან შემოდგომაზე მიღებული შესაბამისი კანონის თანახმად თავს არიდებენ საჯარო რეესტრში რეგისტაციას. დამნაშავეებს თავისუფლების აღკვეთის ჩათვლით სხვადასხვა სასჯელი ელოდებათ.
XS
SM
MD
LG