Accessibility links

logo-print

ბერეზოვსკის სიკვდილის ოფიციალური მიზეზი „ჩამოხრჩობაა“


ბრიტანელმა პათოლოგანატომებმა ბორის ბერეზოვსკის გვამის გაკვეთის შედეგად დაადგინეს, რომ „სიკვდილის მიზეზი შეესაბამება ჩამოხრჩობის ვერსიას“. ორშაბათს ტემზის ველის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სხეულს არ აღენიშნება ძალადობის კვალი. ამასთან სპეციალისტები მოგვიანებით ჩაატარებენ ტოქსიკოლოგიურ და გისტოლოგიურ ექსპერტიზას, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG