Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბთა ლიგაში სირიის ადგილი ქვეყნის ოპოზიციამ დაიკავა


არაბთა ლიგის ორდღიანმა სამიტზე, რომლის მუშაობაც კატარის დედაქალქ დოჰაში ოთხშაბათს დაიწყო, საერთაშორისო ორგანიზაციაში სირიისათვის განკუთვნილი ადგილი სირიის ოპოზიციის ლიდერებმა დაიკავეს. „ნება მიბოძეთ მოვიწვიო სირიის ოპოზიციის ლიდერი ბატონი მოაზ ალ ხატიბი და სირიის გარდამავალი მთავრობის მეთაური, ბატონი ჰასან ჰიტო და მათი თანხლები დელეგაცია, რათა დაიკავონ სირიის არაბთა რესპუბლიკის კუთვნილი ადგილი ამ სამიტზე," - განაცხადა სამიტის დაწყებისას კატარის ამირამ, შეიხ ჰამად ბილ ხალიფა ალ ტანიმ.სირიის მთავრობას არაბთა ლიგაში წევრობა 2011 წლის მარტიდან, ქვეყანაში მიმდინარი საბრძოლო მოქმედებების გამო შეუჩერდა. არაბთა ლიგის სამიტამდე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სირიის ოპოზიციური ეროვნული საბჭოს ზომიერმა ლიდერმა მოაზ ალ ხატიბმა, რომლის სიტყვით გამოსვლა დოჰაში კვლავაც ძალაშია. სირიის ოპოზიციაში განხეთქილება მიზეზი გახდა ოპოზიციის მთავრობის პრემიერ-მინისტრად ისლამისტ ჰასან ჰიტოს დანიშვნამ, რასაც ეროვნული საბჭოს ბევრი წევრი ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG