Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია შეშფოთებულია რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებით


გერმანიამ რუსეთს გაუზიარა შეშფოთება რეიდებით, რომლებიც ტარდება რუსეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათ შორის ორ გერმანულ ფონდში. გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ სამშაბათს დაიბარა ბერლინში რუსეთის საელჩოს რანგით მეორე პირი და გამოთქვა შეშფოთება ზომებით, რომლებსაც რუსი სამართალდამცველები მიმართავენ. გერმანიაში დაფუძნებული „კონრად ადენაუერის ფონდი“ და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი“ მიეკუთვნებიან 100-ზე მეტ რუსულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებშიც ბოლო დღეებში შემოწმებები ტარდება. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეიდების მიზანია იმის დადგენა, ემორჩილებიან თუ არა ეს ორგანიზაციები რუსეთის კანონებს. მაგრამ აქტივისტები შემოწმებას რეპრესიებად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG