Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მიესალმებიან საკონსტიტუციო ცვლილებას


საქართველოს საკითხში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იენსენი (დანია) და ბორის სილევიჩი (ლატვია) მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის შედეგადაც პრეზიდენტს ჩამოერთვა პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშვნის უფლება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებით მოხერხდა „გაუგებრობისა და დაძაბულობის მნიშვნელოვანი წყაროს“ ჩახშობა. იენსენი და სილევიჩი 7-12 აპრილს ესტუმრებიან საქართველოს ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებისა და მიმდინარე რეფორმების განსახილველად.
XS
SM
MD
LG