Accessibility links

logo-print

აშშ–ის უზენაესი სასამართლო ერთსქესიანთა ქორწინებაზე მეორე საქმეზე არგუმენტებს მოისმენს


აშშ–ის უზენაესი სასამართლო დღეს მოისმენს არგუმენტებს 1996 წლის ფედერალური კანონის წინააღმდეგ. მოსარჩელე თვლის, რომ ირღვევა ერთსქესიანი წყვილების ოჯახების უფლება, რადგან 1996 წლის კანონით, ქორწინებად ითვლება მხოლოდ კაცისა და ქალის კავშირი. შედეგად, ერთსქესიანი წყვილები ვერ სარგებლობენ ფედერალური შეღავათებით. სამშბათს აშშ–ის უზენაესმა სასამართლომ მოისმინა არგუმენტები კალიფორნიის შტატში ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის კანონიერების საკითხზე. აკრძალვის საფუძველი 2008 წლის რეფერენდუმის შედეგი გახდა. უზენაესმა სასამართლომ ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსთვის უნდა მიიღოს. აშშ–ის 9 შტატში, აგრეთვე კოლუმბიის ოლქში ლეგალიზებულია ერთსქესიანთა ქორწინება.
XS
SM
MD
LG