Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა სამხრეთი კორეის პრეზიდენტს ურჩევს ”სიტყვას დაუკვირდეს”


ჩრდილოეთი კორეა სამხრეთი კორეის პრეზიდენტს აფთხილებს ”სიტყვას დაუკვირდეს”. სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის გადარჩენის ერთადერთი გზაა ”პროვოკაციებისა და მუქარის შეწყვეტა, ბირთვული შეიარაღებისა და რაკეტების გამოცდის შეჩერება”. ჩრდილოეთი კორეა სამხრეთი კორეის პრეზიდენტს ურჩევს ”წინდახედულად მოიქცეს” და თავი აარიდოს ” საშინელ კატასტროფას”. ამგვარი განცხადებები კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ზრდა. ფხენიანმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისი რაკეტები ამჯერად მიმართულია ჰავაიზე განთავსებული აშშ-ის სამხედრო ბაზისა და სხვა ბაზების წინააღმდეგ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მზად არის ”ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის”. აშშ და სამხრეთი კორეა აწარმოებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნას, რომელიც აპრილის ბოლომდე გასტანს.
XS
SM
MD
LG