Accessibility links

logo-print

ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარმოადგინა შუალედურ არჩევნებზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარმოადგინა. „ჩვენ გავაკეთეთ უფრო სწორი და დახვეწილი არჩევანი, ვინაიდან ისინი პროფესიონალი იურისტები არიან", - განმარტა ივანიშვილმა. თბილისში, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა მედიის უფლებათა ცნობილი დამცველი თამარ კორძაია, ბაღდათში კენჭს იყრის იურისტი პაატა კიკნაველიძე, ასევე პროფესიით იურისტზე შეაჩერა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევანი სამტრედიის ოლქშიც. შუალედური არჩვენები საქართველოში 27 აპრილს გაიმართება. როგორც ივანიშვილმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, სამივე მათგანი საპარლამენტო არჩევნებზე აღნიშნულ ოლქებში გამარჯვებულების ღირსეული შემცვლელები არიან.
XS
SM
MD
LG