Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის დაცვის უფროსად პირველად დაინიშნა ქალი


აშშ-ის პრეზიდენტისა და მის ოჯახის წევრების დაცვაზე პასუხისმგებელი საიდუმლო სამსახურის უფროსად პირველად დაინიშნა ქალი. ჯულია პირსონის დანიშვნის შესახებ განცხადება სამშაბათს ბარაკ ობამამ გააკეთა. აღნიშნული სამსახურის დირექტორის დამტკიცებას არ სჭირდება კონგრესის მხარდაჭერა. იუწყებიან, რომ პირსონი უწყებაში 30 წლის განმავლობაში მუშაობს და ბოლოს იქ აპარატის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. საიდუმლო სამსახურის ყოფილი უფროსი, მარკ სალივანი კი თანამდებობიდან თებერვალში გადადგა. გასულ წელს დაცვის თანამშრომლების სკანდალის ცენტრში კოლუმბიაში პრეზიდენტ ობამას ვიზიტის მომზადების დროს აღმოჩნდნენ. დაცვის რამდენიმე წევრი ამხილეს უმსგავსო საქციელში, კერძოდ იმაში, რომ დროს ატარებდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან. ინცინდენტთან დაკავშირებით შარშან სამსახურიდან პრეზიდენტის დაცვის 8 თანამშრომელი დაითხოვეს.
XS
SM
MD
LG