Accessibility links

logo-print

დამასკში თვითმკვლელის თავდასხმას რამდენიმე კაცი შეეწირა


თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ სამშაბათს დამასკში მოწყობილი იერიშის შედეგად სულ მცირე ოთხი კაცი ემსხვერპლა. აფეთქება, როგორც იუწყებიან, ქალაქის გარეუბანში მოხდა. სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, აფეთქება მოაწყვეს „ტერორისტებმა“, როგორც ოფიციოზი მოიხსენიებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლ შეიარაღებულ ოპოზიციას. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, ინცინდენტი მოხდა სამხედრო ბაზის სიახლოვეს. სირიის მეამბოხეთა ხელმძღვანელობის ინფორმაციით, თავდასხმაში სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG