Accessibility links

logo-print

გენადი ონიშჩენკო: 40-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს ექსპორტის ნებართვას


რუსეთის სანიტარული სამსახური ქართული ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელ 40-ზე მეტ კომპანიას "მწვანე შუქს" კვირის ბოლოსთვის აუნთებს, - ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება. "ქიმიური ანალიზები და ლაბორატორიული კვლევები, პრაქტიკულად, დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს ნებართვის დოკუმენტაციის გაფორმება", - განაცხადა ონიშენკომ. მისივე თქმით, ქართული პროდუქციის პირველი 40 სახეობა რუსეთის სახელმწიფო რეესტრში შევა, რის შემდეგაც ქართველი მწარმოებლები ექსპორტის დაწყებას შეძლებენ. როგორც ონიშენკომ აღნიშნა, "როსპოტრებნადზორის" დელეგაცია საქართველოს 1-ელ აპრილს ეწვევა და ერთი კვირის განმავლობაში დარჩენილ საწარმოებს შეამოწმებს. გუშინ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნების სურვილი 80-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ გამოთქვა, ინსპექტირების პირველ ეტაპზე კი რუსმა ექსპერტებმა 40 კომპანია შეამოწმეს.
XS
SM
MD
LG