Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BRICS-ის ლიდერები განვითარების ბანკის შექმნაზე შეთანხმდნენ


ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ჯგუფის BRICS-ის ლიდერებმა განვითარების ახალი ბანკის დაფუძნების შესახებ შეთანხმდნენ. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე სამიტის მუშაობის მეორე დღეს ამ გადაწყვეტილების შესახებ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა 27 მარტს განაცხადა. „შევთანხმდით შევქმნათ განვითარების ახალი ბანკი, რომლის საწესდებო კაპიტალი არსებითი და საკმარისი იქნება, რათა ბანკი გახდეს ეფექტიანი ფინანსური ინფრასტრუქტურისათვის“,- განაცხადა იაკობ ზუმამ. შეთანხმებას ბრაზილიის, ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთისა და სამხრეთი აფრიკის ლიდერებმა მოაწერეს ხელი. ბანკის დაფინანსებისა და ფუნქციონირების დეტალები დროთა განმავლობაში დაზუსტდება. ახალი ბანკის შექმნის მიზანი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზეგავლენის დაბალანსებაა, რადგან იქ დასავლეთის ქვეყნები დომინირებენ. BRICS-ის ქვეყნებში მსოფლიო მოსახლეობის 40% ცხოვრობს და ამ ქვეყნების უცხოური სავალუტო რეზერვები 4,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG