Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას


საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ 25 მარტს, მესამე მოსმენით დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლება ჩამოერთვა. საკონსტიტუციო ცვლილება დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა ”საკანონმდებლო მაცნის” ვებსაიტზე. ”ამიერიდან პრეზიდენტს აღარ ექნება არასწორი მექანიზმის გამოყენების ცდუნება, ხელისუფლებას შეეძლება უფრო მშვიდ ვითარებაში მუშაობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში ვეღარავინ შეცვლის მთავრობას, რომელსაც ხალხის ნდობა აქვს” - განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
XS
SM
MD
LG