Accessibility links

logo-print

რუსეთი არაბთა ლიგას აკრიტიკებს სირიის გამო


რუსეთი „უკანონოს“ და „უსაფუძვლოს“ უწოდებს არაბთა ლიგის გადაწყვეტილებას, როლითაც სირიისათვის განკუთვნილი ადგილი ამ ორგანიზაციაში სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდათ წილად. აღნიშნული გადაწყვეტილება ფრთებს შეასხამს სირიის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის გზებს, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 27 მარტს არაბთა ლიგამ მხარი დაუჭრა სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებას. კერძოდ, არაბთა ლიგის სამიტზე მომზადებული დეკლარაციის პროექტში დადასტურებულია ”თითოეული სახელმწიფოს უფლება - თავდაცვის სფეროში ყველა სახის, მათ შორის - სამხედრო დახმარება გაუწიოს რეჟიმთან დაპირისპირებულ სირიელ ხალხს და სირიის თავისუფლების არმიას”. არაბთა ლიგის ორდღიანი სამიტი სამშაბათს კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიხსნა. დეკლარაციის პროექტში აგრეთვე არის მოწოდება რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რომ მათ სირიის ნაციონალური კოალიცია სირიის ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად სცნონ.
XS
SM
MD
LG