Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიციამ პირველი საელჩო გახსნა


სირიელი ოპოზიციონერების კოალიციამ, რომელიც არაბთა ლიგამ სირიის ერთადერთ წარმომადგენლად ცნო, თავისი პირველი საელჩო გახსნა. „სირიის ეროვნული კოალიციის“ თავმჯდომარემ, მოაზ ალ-ხატიბმა გაჭრა წითელი ლენტი კატარში ოპოზიციის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და გააკრიტიკა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, რომ ისინი მეამბოხეებს არ ეხმარებიან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობაში. ალ-ხატიბი გასულ კვირაში გადადგა „სირიის ეროვნული კოალიციის“ თავმჯდომარის პოსტიდან, მაგრამ მოვალეობის შემსრულებლად რჩება. არაბთა ლიგამ სირიელების ამ ოპოზიციურ კოალიციას გუშინ დაუთმო სირიის მთავრობისთვის განკუთვნილი ადგილი არაბთა ლიგის სამიტზე, რასაც კრიტიკა მოჰყვა რუსეთისა და ირანის მხრიდან.
XS
SM
MD
LG