Accessibility links

logo-print

BRICS-ის სამიტზე ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წინსვლას ახალი ბანკის შექმნის მხრივ


ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ჯგუფის, BRICS-ის ლიდერებმა ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წინსვლას ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად ახალი ბანკის შექმნის საკითხში. ასეთი ბანკით გამიზნულია ისეთი საფინანსო ინსტიტუტების გავლენის დაბალანსება, რომლებსაც დასავლეთი აკონტროლებს, მაგალითად მსოფლიო ბანკის. BRICS-ის სამხრეთ აფრიკაში გამართული, ორდღიანი სამიტის დასასრულს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა ჯეკობ ზუმამ განაცხადა, რომ BRICS-ის წევრები პრინციპში შეთანხმდნენ ბანკის შექმნაზე, მაგრამ საჭიროა დეტალებზე მოლაპარაკების გაგრძელება. ჯგუფში, რომელშიც შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა - იმედს გამოთქვამდნენ, რომ ამ სამიტზე შეძლებდნენ 50 მილიარდი დოლარის ფონდის ოფიციალურად დაფუძნებას. მაგრამ დიპლომატების თქმით, ლიდერები ვერ შეთანხმდნენ, რამდენ ფულს გაიღებენ და როგორ განაწილდებდა პროექტები. ვერ შეთანხმდნენ ვერც ბანკის ადგილმდებარეობაზე.
XS
SM
MD
LG