Accessibility links

logo-print

ამერიკის ელჩი იმედოვნებს, რომ უმრავლესობა და უმცირესობა კომპრომისს მიაღწევს


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე კომპრომისზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რიჩარდ ნორლანდი, ჟურნალისტებთან საუბარში საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ორიოდე დღის წინ განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა და მიესალმა ორი მხარე მუშაობას, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იყოს მიღებული გადაწყვეტილებები.
XS
SM
MD
LG